ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მეკლდეურობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი საზეიმოდ დაიხურა

1 ნოემბერი, 2022

30 ოქტომბერს, მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, „კლდის ვეფხვად“ წოდებული, ლეგენდარული მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეკლდეურობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირის, დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ხერგიანის მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან.

ასევე მათ მიერ შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი. აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოების რიგებში გახლდათ მთამსვლელის მეუღლე, კატი ბარლიანი.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი გახლდათ მიხელ ხერგიანის დის და დისშვილის მიერ შესრულებული მთამსვლელის უსაყვარლესი სიმღერა „ნანა“, რომელსაც მიხეილ ხერგიანი უცხოეთში ყოფნის დროს თავად მღეროდა და დედის ძლიერ მონატრებას ასე იქარვებდა.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი მიხეილ ხერგიანზე, წაკითხულ იქნა მისი პირადი მიმოწერა მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე გაიმართა მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთების გამოფენა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მესტიის ფოლკორული ანსამბლი „რიჰო“.

ღონისძიების დასასრულს მთამსვლელის მეუღლეს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ლეგენდარული მთმსვლელის მეუღლეს ფასიანი საჩუქარი გადასცეს.

საღამოს უძღვებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე.

შეგახსენებთ, რომ მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი, ჩვენი საამაყო მამულიშვილი, მიხეილ ხერგიანი, დაიბადა დაბა მესტიაში, 1932 წლის 23 მარტს და 37 წლის ასაკში, იტალიაში, სუალტოს მწვერვალის დაპყრობისას გარდაიცვალა.

 

გააზიარე