მემული ჰესის გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადება
♦ გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 ივლისს შპს ,,მემული ჰესმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხვანდირზე, 11.01 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის („მემული ჰესის“) მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
♦ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/2961a4a5-e00e-4a68-8763-95d935a45c74 დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. საიტზე mestia.gov.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას.