ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მერის ინიციატივა მესტიაში შემოვლითი გზის მონაკვეთის სახელდების შესახებ

23 სექტემბერი, 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახლეობის მხრიდან შემოტანილი პეტიცია - მესტიაში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის "თავისუფალი ხალდეს" სახელის დარქმევის შესახებ (პეტიციის წარმდგენები თამარ ნაკანი, ლალი პავლიაშვილი) შემდგომი რეაგირებისთვის გადაცემული იყო მერიისთვის. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და საკითხის განხილვის შემდეგ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოში შემოვიდა ინიციატივით, მოხდეს სახელწოდების არ მქონე გეოგრაფიული ობიექტისთვის, კერძოდ დ.მესტიაში შემოვლითი გზის მონაკვეთის სახელდება და ეწოდოს "თავისუფალი ხალდეს" სახელი (ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მესტიის სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი, მესტიის N1 საჯარო სკოლა, მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, ქუჩის ორივე მხარეს ცხოვრობს მოსახლეობა, განთავსებულია სასტუმრო და რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი).

გააზიარე