ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიაში 2018 წლის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა

10 ოქტომბერი, 2018

მესტიის მეორე საჯარო სკოლამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატს ,,ეტალონი 2018" -ის მეორე ეტაპს უმასპინძლა. ინტელექტ-შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან ტესტირების ეტაპით გამორჩეული 70 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი დარეჯან ნიგურიანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები.
ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი. 
დამსწრე საზოგადოებას სიმღერებითა და ფერხულის შესრულებით მიესალმნენ ადგილობრივი ანსამბლი ,,რიჰო" და მესტიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
ფინალში გადავიდნენ ლენჯერის, მესტიის მეორე და მესამე საჯარო სკოლების, უშგულის, ფარის, ცხუმარისა და ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ანი ჯაჯვანი, გიორგი გულედანი, ნინო ჩარქსელიანი,დავით რეზესიძე, ნინო თოდაძე, თათია ოთხვანი, ქრისტინა გვარლიანი, ელენე გვარლიანი, მარიამ ნავერიანი.
მეორე ადგილის მფლობელი გახდა მესტიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გულედანი, მესამე ადგილზე გავიდა უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჩარქსელიანი.
მუნიციპალიტეტის წლის ,,ეტალონი მოსწავლე" გახდა ლენჯერის საჯარო სკოლის მოსწავლე -ანი ჯაჯვანი. 
ეტალონის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი დიპლომი. ეტალონისგან დიპლომით დასაჩუქრდა ასევე 2017 წლის ,,ეტალონი მოსწავლე" ჭუბერიდან-ბეთქილ რეზესიძე., ხოლო სკოლას ( დირექტორი ნატო სუბელიანი) ეტალონი-მოსწავლის აღზრდისათვის გადაეცა ოქროს დიპლომი.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას, ასევე გამოხატავს მადლიერებას სკოლის დირექტორების,პედაგოგების, მშობლებისა და პროექტის ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართ, ეტალონ მოსწავლეს-ანი ჯაჯვანს კი შემდგომ წარმატებებს უსურვებს

გააზიარე