მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები
მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახური (უფროსი-მამუკა გირგვლიანი) მუდამ პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას.
ამ ეტაპზე ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზების სავალი ნაწილის გაწმენდა თოვლისაგან, ასევე სანიაღვრე სისტემის გასუფთავების წინასწარი სამუშაოები..
მიმდინარე დღეების მანძილზე, სამსახურის წარმომადგენლები გეგმავენ ყველა პრობლემური მონაკვეთის დასუფთავებას.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების სამსახურის მისამართით წლების მანძილზე არაერთი სამადლობელი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან.