ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიაში უსახელო მწვერვალს ავთანდილ იოსელიანის სახელი მიენიჭა

4 მაისი, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მწვერვალს აფხაზეთის ომის მონაწილე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის ავთანდილ იოსელიანის სახელი მიენიჭა.

ავთანდილ იოსელიანი 1992 წელს, 40 წლის ასაკში დაიღუპა აფხაზეთის ომში - იგი გმირულად შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ერის და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, ავთანდილ იოსელიანს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსი.

ომის ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, საკრებულომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო განკარგულება (Nგ-135.135220904; 31/03/2022) მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: X-324021; Y-4772878) მიენიჭოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის "ავთანდილ იოსელიანის" სახელი.

გააზიარე