ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი

17 აგვისტო, 2022

დღეს, მესტიაში, 18:30 საათზე, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი Mestia International Short & Mountain Film Festival გაიხსნება.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალს 17-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს.

ფესტივალს გახსნის რაინოლდ და საიმონ მესნერების ფილმი “არავის მიწა” (თარიღი: 17.08.2022; დასაწყისი: 19:30 საათი; ქვეყანა: იტალია; ხანგრძლივობა: 1:20:00).

დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორის, ხათუნა ხუნდაძის და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გასულ წელს დაარსდა. 

გააზიარე