მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი
მესტიაში, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი Mestia International Short & Mountain Film Festival გაიხსნა.
დამსწრე საზოგადოებას, ფესტივალის დირექტორი, ხათუნა ხუნდაძე და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, გეგი ფალიანი მიესალმნენ და საზოგადოებას ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ფესტივალის სიმბოლური დატვირთვის პრიზებზე.
ფესტივალი გაიხსნა რაინოლდ და საიმონ მესნერების ფილმი “არავის მიწა”.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალს 17-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორის, ხათუნა ხუნდაძის და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გასულ წელს დაარსდა.