ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მოკლმეტრაჟიანი და მთის ფილმების N1 საერთაშორისო ფესტივალი

17 ოქტომბერი, 2021

მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით მესტიამ მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების N1 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა, რომლის საზეიმო გახსნა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში რეგულაციების დაცვით შედგა. ფესტივალი საზეიმოდ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნელი ნავერიანმა გახსნა.

ფესტივალზე შემოსული 2320 ფილმიდან საკონკურსოდ 37 ფილმი შეირჩა, არასაკონურსოდ კი 7 ფილმი იქნა ნაჩვენები სპეციალურ სექციებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფესტივალის პარტნიორის, ცნობილი გერმანული კომპანიის კინოს და ვიზუალური ხელოვნების ინსიტუტის - ARSENAL - სექცია, რომელმაც სპეციალურად მესტიის ფესტივალისთვის ნანა ჯორჯაძის გახმაურებული ფილმი ,,ატლანტი“ აღადგინა და აღდგენილი ვერსიის პრემიერა სწორედ მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების ფესტივალზე შედგა.

ფესტივალზე გამოვლინდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდა ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო კინოგამოსახულება და გრანპრი.

გამარჯვებული ფილმები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ ნანა ჯორჯაძე - თავმჯდომარე, ბარბარა გასერი- კინო ჟურნალისტი, „გოლდენ გლოუბის“ ჟიურის წევრი ავსტრიიდან, ზვიად დოლიძე - კინოისტორიკოსი საქართველოდან, ემილის ველივისი - ცნობილი კინორეჟისორი ლიეტუვადან, ვლადიმერ კარაჩევსკი - კინოსტუდია „ბელარუსფილმის“ და კინოფესტივალ „ლისტალადის“ გენერალური დირექტორი, პროდიუსერი ბელარუსიიდან. გამარჯვებულები გახდნენ:

• საუკეთესო როლი - მიშა გომიაშვილი, ლალი კიკნაველიძის ფილმში

• საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “ლატარია” (ბანგლადეში)

• საუკეთესო მხატვრული გადაწყვეტილება - “თანაარსებობა” (ირანი)

• საუკეთესო მთის თემატიკის ფილმი - “K2 და უხილავი მთამსვლელები" - პაკისტანი/აშშ

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშნვა ერგო ჩვენი თანამოქალაქის, სპარტაკ ფარჯიანის ფილმს „ხოჩა მარე“, რომელიც მან სვანეთის აღორძიებისათვის დაუღალავად მებრძოლი ადამიანის, ბორის კახიანის ხსოვნას მიუძღვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს ფესტივალის პრიზები, რომლებიც თავის მხრივ მესტიის კულტურის პატარა ელჩები იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი, საუკეთესო გამოსახულება და საუკეთესო მსახიობის პრიზებია ბროლის სვანურ კოშკში ჩაყინული სვანური მთის ბროლი,

მთის თემატიკის სექციის პრიზი მიხეილ ხერგიანის სახელს ატარებს და სვანურ ბროლის კოშკში ჩაყინულია მიხეილ ხერგიანის ბოლო თოკის ნაწილი, რომელიც მას დოლომიტებში გაუწყდა, ხოლი გრან პრიში სვანური ოქროს ნამცეცებია ჩაყინული. ეს ყველაფერი კი სვანური უთხმელის სადგამზე დგას. იმ ქვეყნებს, რომლის წარმომადგენლებმაც ჩამოსვლა ვერ შეძლეს, პრიზები საელჩოების დახმარებით გადაეგზავნებათ.

გააზიარე