ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23 მარტი, 2023

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

USAID-ის ძლიერი სოფლის 

პროგრამის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. პროგრამა გახლავთ 5 წლიანი (2022-2027) და პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ პერსპექტიულ დარგებზე, როგორიც არის ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

 

USAID Resilient Communities Program მიზნად ისახავს მესტიის, როგორც ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტის ხელშეწყობას შემდეგი მიმართულებებით:

• მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება

• კატასტროფების რისკების შემცირება 

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტის თანადაფინანსება

• სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება

 

პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მერის ბრძანებით განისაზღვრა მესტიის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ჯგუფისა და ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობა. 

 

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავება წარიმართება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ (განკარგულება #264, 15.02.2022) შესაბამისად.

 

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნეს მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის შემუშავების ეტაპები.

 

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელმა, დინა კარიჩმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/