მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სილამაზის სალონებისა და ესთეტიკიც ცენტრების საყურადღებოდ!
საქართველოს მთავრობის 2016 წლის №473 დაგენილებით განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ.
ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაზე, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა) ადამიანის კანის საფარველზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება სავალდებულია როგორც მოქმედი, ისე ახლად გახნილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისთვის.
საქართველოში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისთვის სავალდებულოა სანიტარიული ნორმების დაცვა, რაც მოიცავს ინსტრუმენტების დეზინფექციასა და სტერილიზაციას, ერთჯერადი მასალების გამოყენებას, პერსონალის ჰიგიენას და შენობის სისუფთავეს. რეგულაციები (დამტკიცებული მთავრობის დადგენილებით) მიზნად ისახავს ჰეპატიტების, აივ-ინფექციის და სხვა ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებას.
საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების შესასრულებლად, „მუნიციპალიტეტების შესაბამის უფლებამოსილ პირებს“ უფლება აქვთ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში შერჩევითი შემოწმებისას (კონტროლის) კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში, ობიექტს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია და განუსაზღვროს „გონივრული ვადა“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ განმეორებით შემოწმებების დროს დაფიქსირებული დარღვევების ყველა შემთხვევაში კი, შეავსოს ადმინისტრაციული აქტი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გასატარებლად: ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43.1-2 მუხლის შესაბამისად, „გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 100 ლარის ოდენობით“. განმეორებით შემოწმებისას (შემდეგ წელს) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი - „ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 500 ლარის ოდენობით“.
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონები/კაბინეტები) ინფექციური კონტროლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ქვეყანაში C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებას და დაავადების პრევენციას.
მოგიწოდებთ იხელმძღვანელოთ აღნიშნული დადგენილებით, გაითვალისწინოთ და უზრუნველყოთ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N473 14/09/2015 წ.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N9 31/03/2023 წ.