მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
2025 წელს ჩატარებული მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის, კალას, წვირმის, იფარის, მულახისა და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დამატებით ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.napr.gov.ge
2 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 12 დეკემბრიდან 12 იანვრის 16:00 საათის ჩათვლით, მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405