ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მიწისქვეშა საკაბელო ეგხ-ის „კასლეთი 1“-ის მშენებლობა-ექსპლუატაცია

8 აგვისტო, 2024

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ელ. გადამცემი ხაზის - „კასლეთი 1“-ის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის განცხადება.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.

გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

გააზიარე