ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მოწვევა მოკლევადიან პროგრამაზე "XR-110 მესტია"

5 ივნისი, 2024

"მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა" აცხადებს მოწვევას მოკლევადიან პროგრამაზე "XR-110 მესტია" (სრული სახელწოდება XR-110 Mestia on Spatial Computing), რომელიც განკუთვნილია 16 წლის და უფროსი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით, 3D მოდელირებით, გაძლიერებული და გაფართოებული რეალობის საკითხებით.

"XR-110 მესტია" არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიას მიაწოდოს სივრცითი გამოთვლის (Spatial Computing) კონცეფცის შესახებ ძირითადი ინფორმაცია გასაგებ ენაზე. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან საკუთარი რეგიონის ადგილობრივი რუკის პროტოტიპის შექმნაში. ეს მათ საშუალებას მისცემს უკეთესად გაეცნონ კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს, რომლებიც უშუალოდ მათ ეხება, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიების პრიზმაში.

თარიღი: 2024 წლის 10-17 ივნისი.

რეგისტრაცია სრულდება: 2024 წლის 9 ივნისი.

პროგრამის ძირითადი საკითხებია:

- სივრცითი გამოთვლა (Spatial Computing);

- მოდელირება;

- სკანირება;

- მზა Spatial Computing პროექტთან მუშაობა;

- გუნდური მუშაობა.

სტრუქტურა

პროგრამა დაყოფილი იქნება რამდენიმე ეტაპად:

1) სივრცითი გამოთვლის კონცეფციის შესავალი, ამოცანების დასახვა

2) საველე გასვლები, მასალის გადაღება და დამუშავება

3) მასალის ინტეგრირება რეგიონული რუკის აპლიკაციის არსებულ პროტოტიპში

4) სამუშაოს შედეგების დემონსტრირება ფართო აუდიტორიისთვის

გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://forms.gle/yPL8fMsPEVUX6H3X9

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვირეკოთ: 571.05.16.86. ირაკლი მიქიანი

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/