ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მოსახლეობის საყურადღებოდ!

29 აპრილი, 2024

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 15 დეკემბერს შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2024 წლის 01 ივლისიდან უქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროულად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

გააზიარე