ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მთის დღეები 2022 - მესტიაში

26 ივლისი, 2022

მთის დღეები 2022 - მესტიაში, ჰეშკილში 23-24 ივლისს გაიმართა.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ და უცხოელ სტუმრებს, მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობდა.

სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვამ, რომელშიც მონაწილეობდნენ: სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” და ააიპ “ლატლიშდ” მათი მრავალფეროვანი პროდუქციით, სვანური საკრავების ოსტატი, ბესო ფირცხელანი, ხეზე კვეთის ოსტატები, კახა და სოზარ იოსელიანები, ნატო ნიგურიანი ხელნაკეთი ნამუშევრებით, ბეჩოს თემის მცხოვრები ნიკა კვიციანი თავისი ნახატებით, კალას სკოლის მოსწავლის, მეგი პირველის ნახატები, მაკა მაყაშვილი - ხელნაკეთი გამორჩეული სამკაულებით, ემა ნავერიანი - ნამდვილი სვანური ქუდების ოსტატი, ლახამულიდან სვანური უძველესი სახეობის ყველი “ნარჩვი” (შპს “დანილი”).

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცნობილი შეფების მიშა ავსაჯანიშვილის და რუსო დაუშვილის, საგანგებოდ “მთის დღეებისთვის” შექმნილი, კერძები.

უდიდესი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, სვანური ტრადიციული სამზარეულოს კუთხემ, სადაც სვანი ქალბატონები, ყველა სვანური წესის დაცვით ადგილზევე ამზადებდნენ ცნობილ სვანურ კერძებს: კუბდარი, სვანური ხაჭაპური, ფეტვიანი ხაჭაპური, ჭიშდვარი, ფეტვრაალი”, თაშმ’ჯაბი და ა.შ.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილიში კი მონაწილეობდნენ: მესტიის ფოლკლორული ანსამბლი “რიჰო”, ანსამბლი “გორდელა”, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, სალიო - SALIO.

ფესტივალის დასასრულს კი კვარტეტმა “რანინა”, საგანგებოდ დანთებულ გრანდიოზულ კოცონთან, სტუმრებისთვის და სტუმრებთან ერთად შეასრულა არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები.

გააზიარე