ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მთის დღეები 2024

15 ივლისი, 2024

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მერიის ჩართულობით, მესტიაში, უღვირის ტბის მიმდებარედ მთის დღეები ჩატარდა.

საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას. მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მიმდინარეობდა ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში შეფები ამზადებდენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარეს მასტერკლასები.

დღის ბოლოს გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“.  გამარჯვებულებს საჩუქრები მესტიის მერის მრჩეველმა ლევან კიკვიძემ გადასცა. დაჯილდოვდნენ მიხეილ ხერგიანის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ციალა გულედანი, მესტიის სახანძრო სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი ჯიმშერ მარგიანი და სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველი, მაიორი ბესო ხერგიანი.

დღე ანსამბლ რიჰოს, რეზო და ბავშვების, შვიდკაცას და კვარტეტ ჰერიოს კონცერტით დასრულდა. 

გააზიარე