ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი მინი ფეხბურთში

6 აგვისტო, 2020

3-5 სექტემბერს, მესტიაში, ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი მინი ფეხბურთში გაიმართება.

ტურნირი უკვე მეექვსე წელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ტურნირში მონაწილეობას მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების გუნდები მიიღებენ.

მსურველ გუნდებს რეგისტრაციის გავლის საშუალება 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. T: 591059181 ზვიადი ნიგურიანი

გააზიარე