ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულში 51 227 მ3 ლოდნარის მოპოვება

12 იანვარი, 2026

გაცნობებთ, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულში, 51 227 მ 3 ლოდნარის მოპოვება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ა/წ 24 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. 

გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უზრუნველყოთ 2026 წლის 12 იანვრის ჩათვლით მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

გააზიარე