პროექტ GRETA-ს პრეზენტაცია მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში
4 თებერვალს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე, სათათბირო დარბაზში პროექტი GRETA-ს წარმომადგენლები გეგმავენ საინფორმაციო შეხვდრის ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან.
დაგეგმილი შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. ასევე, განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი GRETA ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
პროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ GRETA-ს ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კომპონენტების მენეჯერებს.
ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერი, ლაშა ჭანტურია / 591.447.376.
ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, თამარ ჭელიძე / 591.448.302.
გთხოვთ მობრძანდეთ. დასწრება თავისუფალია.