ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

პროექტ GRETA-ს პრეზენტაცია  მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში

31 იანვარი, 2020

4 თებერვალს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე, სათათბირო დარბაზში პროექტი GRETA-ს წარმომადგენლები გეგმავენ საინფორმაციო შეხვდრის ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან.

დაგეგმილი შეხვედრის ფორმატი  ითვალისწინებს პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას  მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში. ასევე,  განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას ინტერაქტიულ რეჟიმში.

პროექტი GRETA ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.

პროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ GRETA-ს ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კომპონენტების მენეჯერებს.

ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერი, ლაშა ჭანტურია  / 591.447.376.

ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, თამარ ჭელიძე / 591.448.302.

გთხოვთ მობრძანდეთ. დასწრება თავისუფალია.

გააზიარე