ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ფილმის "დიდება დედოფალს" ჩვენება გაიმართა

20 სექტემბერი, 2023

19 სექტემბერს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართა დოკუმენტური ფილმის "დიდება დედოფალს" ჩვენება.

 

ეს არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნე, ფილმის რეჟისორი თათია სხირტლაძე, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრედენდენტი ქალ მოჭადრაკეთა შორის ქალბატონი ნანა იოსელიანი და სოციალური საწარმო “ლატლიიშდ” დამფუძნებელი მადონა წერედიანი.

 

 ,,დიდება დედოფალს” საერთაშორისო კინოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija მონაწილეობს. 

 ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან.

 ,,დიდება დედოფალმა” ასევე გაიმარჯვა Eurimage-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი – ლინდა ჯენსენი.

გააზიარე