ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ორვარსკვლავიანი ეტაპი

18 თებერვალი, 2022

8 თებერვალს, თეთნულდის მთაზე, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ორვარსკვლავიანი ეტაპი ჩატარდა. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში: თხილამურებსა და სნოუბორდში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

საპრიზო ადგილებზე გავიდნენ იაპონიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუსეთის წარმომადგენლები, რომელთა დაჯილდოვება მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა და გამარჯვებულებს საპატიო მედლები, სვანური ქუდები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგანძურის წიგნები გადაეცათ საჩუქრად.

ორვარსკვლავიან საკვალიფიკაციო ეტაპზე Wild Card-ის მფლობელი გახდა შალვა მარგიანი, რომელიც ოთხვარსკვლავიან FWQ-ზე (ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპი), მე-11 ნომრით, საქართველოს სახელით იასპარეზებს.

გთავაზობთ, ორვარსკვლავიანი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეთა (მესტიის მუნიციპალიტეტიდან) ქულებს:

შალვა მარგიანი (თხილამური) – 80.33

ლუკა გვარლიანი (თხილამური) – 60.00

ლუკა გოშთელიანი (თხილამური) – 57.00

ლაშა ჩართოლანი (თხილამური) – 50.33

მურმან მარგიანი (თხილამური) – 42.00

ბაქარ მუშკუდიანი (სნოუბორდი) – 56.67

გიორგი იოსელიანი (სნოუბორდი) – 39.00

გააზიარე