პროექტ "გაწიგნიანების" პირველი ეტაპი
დაიწყო პროექტ "გაწიგნიანების" პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სკოლების ახალი გამომცემლობითა და ამასთან თანამედროვე ლიტერატურით მომარაგებასაც.
დასაწყისისთვის შეირჩა მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემის, სოფელ მაზერის საჯარო სკოლა. სკოლას გადაეცა 70 წიგნი (შერჩეული მხატვრული ლიტერატურა).
პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან–: გამომცემლობა დიოგენე, სულაკაურის გამომცემლობა, ქარჩხაძის გამომცემლობა, გამომცემლობა ინტელექტი და გამომცემლობა არტანუჯი.