ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საახალწლო ღონისძიება მესტიაში

19 დეკემბერი, 2023

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 24 დეკემბერს მესტიაში, სეტის მოედანზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 სთ.

 პროგრამა:

14:00 – სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნებას.

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათებვის დამზადება.

 14:00 – 18:00 ორცხობილების მოხატვა

 14:00 – 18:00 - სახის მოხატვა ბავშვებისთვის

 18:00 – 19:30 – კონცერტი: შემსრულებლები : ჯგუფი „გორდელა“ ოთო ნემსაძე და ბენდი, წამყვანი გრიზლი

 19:30 – საზეიმო ფოიერვერკი

გააზიარე