საგანმანათლებლო პროექტი „საუკეთესო მკითხველი“
ა(ა)იპ „მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის „საუკეთესო მკითხველის“ ფარგლებში დაჯილდოება შედგა.
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ბიბლიოთეკის როლის გააქტიურება, წიგნის კითხვის პოპულარიზება და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
დაჯილდოვდნენ მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის საუკეთესო მკითხველები :
თამარ ნაკანი - მესტიის №1 საჯარო სკოლა
სოფიო ხერგიანი - მესტიის №1 საჯარო სკოლა
ანა ნაკანი - მესტიის №3 საჯარო სკოლა
მარიამ ჯინჭარაძე - მესტიის №3 საჯარო სკოლა
სალომე ხერგიანი - მესტიის №3 საჯარო სკოლა
დათო ნაკანი - მესტიის №3 საჯარო სკოლა
მარიამ ნავერიანი - ლენჯერის №1 საჯარო სკოლა
ლაზარე მერლანი - ლენჯერის №2 საჯარო სკოლა
ლიზი თამლიანი - მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია.
პროექტში ასევე ჩაერთო პატარა მოხალისე, ლატალის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, მარიამ ფირცხელანი.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მათთვის საყვარელი მწერლის მოკლე ბიოგრაფია და ისაუბრეს მათივე შერჩეული მწერლის ნაწარმოებების შესახებ. ბავშვებმა საოცარი სიზუსტით, მიგნებებით და ხერხებით გადმოსცეს არჩეული ნაწარმოებების შინაარსი, აზრი და იდეა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, როგორც უცხოელი ასევე ქართველი მწერლების ნაწარმოებები. თითოეულმა მოსწავლემ დამსწრე საზოგადოება მხატვრული ლიტერატურის მომაჯადოებელ სამყაროში ამოგზაურა.