ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საინფორმაციო შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ

8 აგვისტო, 2022

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულები გაეცნენ.

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით დევიძემ და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალური საკითხებიც განიხილეს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

2022-2024 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს.

 მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

 მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedu

გააზიარე