ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა

27 დეკემბერი, 2023

დღეს, საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. დეპუტატებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

 

2. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

 

4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

 

5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ.

 

6. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე.

 

7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.

 

 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.

 

9. მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ.

 

10. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის შესახებ.

 

11. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტი შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.

 

12. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის შესახებ.

 

13. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

გააზიარე