საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დეპუტატებმა იმსჯელეს დაგეგმილ პრიორიტეტებზე, ფინანსური რესურსების განაწილებასა და მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
ასევე განიხილეს ავტობუსით მგზავრობის ტარიფების დადგენის საკითხი მულახის, იფარის, უშგულისა და კალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.