ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა

26 თებერვალი, 2026

26 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომლის ფარგლებში დეპუტატებმა მოისმინეს და განიხილეს შემდეგი საკითხები:

-მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

- შპს მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების ანგარიში 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

აღნიშნული საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით წარმოდგენილი იქნება საკრებულოს სხდომაზე.

გააზიარე