საკრებულოს მორიგი სხდომა - 2020 წლის ნოემბერი
დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა მორიგი სხდომაშემდეგი დღის წესრიგით:
1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
4. დაბა მესტიაში, ჰაწვალში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
5. დაბა მესტიაში, კახშიანში, სასტუმროს მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
6. დაბა მესტიაში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.