ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს სხდომა 24.11.2023

24 ნოემბერი, 2023

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ "მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის III კვარტლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების შესახებ.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ გამოთქმული ყველა შენიშვნით დაუბრუნა მერს.

მერი ვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.

გააზიარე