ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

საკრებულოს სხდომა 26.12.2025

26 დეკემბერი, 2025

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საკრებულოს მორიგი სხდომა. 

 

 მოგეხსენებათ, რომ საკრებულოს სხდომები გამჭვირვალეა და ღიაა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის. თითოეული მოქალაქე თავისუფალია დასწრებისა და ჩართულობის პროცესში. დღევანდელი, 2026 წლის ბოლო სხდომა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომლებიც უშუალოდ ეხება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას.

 

დღის წესრიგი:

 

1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. 

 

2. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

3. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

 

4. საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

 

5. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

 

6. ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

7. 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაწევის წესი

 

8. ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის წესის დამტკიცების შესახებ.

 

9. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალებისა და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის წესის დამტკიცების შესახებ

 

10. უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

 

11. პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

13. სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ

 

14. საკრებულოს 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

 

15. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

 

ყველა განხილული საკითხი მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებადი გარემოს შექმნას.

გააზიარე