საკრებულოს სხდომა 28.02.2025
28 თებერვალს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის რიგით მეორე სხდომა ჩატარდა.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
4. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
6. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (შენობების) საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
7. შპს მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.