ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 +(995) 599 85 55 25

საკრებულოს სხდომა - 28.10.2022.

28 ოქტომბერი, 2022

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდა.

საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ დევდარიანის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის III კვარტლის ბიუჯეტის გეგმის შესრულების შესახებ.

3. მესტიის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოში იაპონიის საელჩოსგან გრანტის მიღების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

4. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შენადგენლობის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.12.2022 წლის №-68 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

გააზიარე