საკრებულოს სხდომა 30.04.2025
30 აპრილს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მესტიის სპორტული ცენტრის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. ,,მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამის’’დამტკიცების შესახებ.