ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

საკრებულოს სხდომა 30.04.2026 /ანონსი

29 აპრილი, 2026

30 აპრილს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება მორიგი სხდომა. წარმოგიდგენთ სხდომაზე განსახილველ საკითხებს:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „გულის“ დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის დაყენების თაობაზე.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (შენობების) ა(ა)იპ „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით განკარგვაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

5. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2026 წლის I კვარტლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

6. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

7. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

8. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

 

შეგახსენებთ - დასწრება თავისუფალია!

მისამართი - მესტია, სეტის მოედანი N1, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული, საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

გააზიარე