ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს სხდომა 31.01.2024 /ანონსი

30 იანვარი, 2024

31 იანვარს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება მიმდინარე წლის პირველი სხდომა. განიხილება შემდეგი საკითხები:

1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის

სამსახურის დებულების დამტკიცების შესხებ.

4. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების

სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“მესტიის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

5. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

7. რეზიდენტი სტუდენტისთვის სარეზიდენტო წლების დაფინანსების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. 

გააზიარე