საკრებულოს სხდომა - 31.08.2022.
31 აგვისტოს, 12:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება მორიგი სხდომა.
განსახილველი საკითხებია:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის II კვარტლის ბიუჯეტის გეგმის შესრულების შესახებ.
2. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ დაფუძნების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ: 42.16.43.112), მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 42.16.43.817) გაცვლის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ანგარიში შპს ,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების“ მიერ 2021 წლის და 2022 წელის 6 თვის გაწეული საქმიანობის შესახებ.