სასწავლო/ტრენინგ-კურსი თემაზე - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“
თუ გსურთ ბიზნესის დაწყება ან გაქვთ ბიზნეს იდეა, დაესწარით სასწავლო/ტრენინგ-კურსს თემაზე - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“.
ტრენინგი გაიმართება 7 აპრილს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში.
პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, სსიპ აწარმოე საქართველოში და სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესტიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირებს:
რომელთა ასაკი არის 18 წლის ზემოთ;
ვისაც უკვე აქვს ან სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და გააჩნია ბიზნეს იდეა.
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ერთდღიან ტრენინგს (5 საათი), რომელიც გააერთიანებს სამ ძირითად მოდულს:
-სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
-ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა;
-მეწარმეობის საბაზისო უნარები.
კურსში მონაწილეობა არის უფასო.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე 599 08 95 54
მის: დ. მესტია, სეტის მოედანი N1.