ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა

22 თებერვალი, 2019

 მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს მშენებარე და არსებული საცხოვრებელი  სახლებისა და სვანური საცხოვრებელი  სახლების (მაჩუბის) სახურავების რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს  გადასახური მასალის (თუნუქი/ყავარი) შესაძენად ერთჯერადი დახმარების გაწევას, შემდეგი კატეგორიის ოჯახებისთვის:  

  • მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სიძველის ან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები;
  • მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე  საცხოვრებლად დაბრუნებული ოჯახები (ვისი სახლის სახურავიც საჭიროებს რეაბილიტაციას);
  • პირები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ახორციელებენ საცხოვრებელი სახლების  სამშენებლო სამუშაოებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანს წარმოადგენსუკუმიგრაციის პროცესის ხელშეწყობა,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისგადარჩენა-შენარჩუნება და ჩვენი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება  მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  2. განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
  4. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული რეკომენდაცია აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროების შესახებ;
  5. დაზიანებული სახურავისა და მთლიანი შენობის    ფოტოსურათი;
  6. განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.

გასული წლის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 90-მა ოჯახმა, გაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 162 395 ლარი.

2019 წელს სახურავების სარეაბილიტაციოდ,  მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში     გათვალისწინებულია   200 000 ლარი.                                                                                                                                

დასაფინანსებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ფართობის მიხედვით, საჭირო გადასახური მასალის რაოდენობისა და გადასახური მასალის საბაზრო ღირებულების შესაბამისად არანაკლებ  500  ლარისა და არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. თანხის მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.

დაფინანსება მოხდება მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც  გულისხმობს  შენობაზე  გადახურვისთვის საჭირო, შესაბამისი ხის კონსტრუქციის მოწყობის დასრულებას. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახები,  განმეორებით ვერ ისარგებლებენ ამ კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით.

პროგრამის განხორციელებაზე და თანხის მიზნობრივ  გამოყენებაზე პასუხისმგებელი  გახლავთ      არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების  სამსახური და  მერიის   ზედამხედველობის სამსახური.

გააზიარე