სკოლამდელი აღზრდის თანამშრომელთა ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის- ქალბატონ მაია ხერგიანის ინიციატივით, ჩატარდა სკოლამდელი აღზრდის თანამშრომელთა ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით.
სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა გაერთიანების დირექტორი მაია ხერგიანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პერსონალს ნაყოფიერი მუშაობისთვის და აღნიშნა ადგილობრივი თვითმართველობის როლი მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიმართ გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისათვის.
,, ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს, დაუღალავი შრომით, ნაბიჯ- ნაბიჯ მივუახლოვდეთ საბოლოო მიზანს და შევქმნათ ბავშვის ჰარმონიული განითარებისათვის სრულყოფილი გარემო" აღნიშნა მაია ხერგიანმა.
ღონისძიებას ესრებოდნენ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლები, აღსაზრდელთა მშობლები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიების წამყვანი გახლდათ გაერთიანების მეთოდისტი- რუსუდან ნაკანი, რომელმაც დარბაზში ძალიან პოზიტიური გარემო შექმნა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.. იყო მუსიკა და მქუხარე აპლოდისმენტები.
დასასრულს, დარბაზს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში- ლევან კიკვიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გაერთიანების დირექტორს ნაყოფიერი საქმიანობისა და ლამაზი ღონისძიებისათვის.
ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
შუკვანი მზიანა
კვიციანი ლელა
დავითიანი ნათია
ჩამგელიანი ეკა
წერედიანი მანანა
გიგანი მარინე
გადრანი მირანდა
ნაკანი ლორენა
ჯაფარიძე ეკატერინე
ქალდანი ნანი
სუბელიანი ელონა
ბერიძე გულთამზე
დავითიანი სალომე
გუჯეჯიანი ოლია
ბარლიანი ლელა
ხერგიანი იზა
მაისურაძე სალომე
თამლიანი მადიშა
აკობია სოფიო
ფილფანი თამარი
გულედანი ნინო
ხერგიანი ვალერი
ხაჭვანი ნანული
ნიჟარაძე ნატო
ბარლიანი ქეთინო
ნაკანი ქეთინო
ილდანი ეკატერინე
კვიციანი ეკატერინე
ჟორჟოლიანი ნინო
გულბანი ანა
უდესიანი ცისანა
ლიქოკელი თამარ
შუკვანი შორენა