ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ N91-N94 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქცია

7 აგვისტო, 2024

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ს.ს. "გაერთიანებულმა ენერგეტიკულმა სისტემამ საქრუსენერგომ" სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მესტიის მუნიციპალიტეტში, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის საქრუსენერგოს“ 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ N91-N94 საყრდენებს შორის უბნის რეკონსტრუქციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 15 აგვისტოს, 16:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხაიშის თემის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

გააზიარე