სკრინინგის ანგარიშის განცხადება!
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ტუფობრექჩიების, პორფირიტებისა და დიაბაზების მოპოვების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge
ვინაიდან "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეებად, ამიტომ დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მითითებული ვადის (2024 წლის 13 მაისის ჩათვლით) ნაცვლად 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.