სპექტაკლი ,,ლუშნუ"
28 და 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს ,,ლუშნუ".
,,ლუშნუ" შემეცნებითი-სათავგადასავლო ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნო სპექტაკლია. სცენარში მიმოხილულია სხვადასხვა ისტორიული ამბები. აგებულია წერილობითი წყაროების გადმოცემების და კვლევების შეჯერების შედეგად. გამოყენებულია ავტორთა ციტირებები სვანური ფოლკლორი და ქრონოლოგიურად წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები.
რეჟისორი: ლაშა ონიანი
ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე http://tkt.ge/LUSHNU
ან შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე