ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სტაჟირება საკრებულოში

6 აგვისტო, 2024

მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში გამოცხადებულია ანაზღაურებადი სტაჟირება შემდეგ პოზიციაზე:

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების სტაჟიორი.

ადილების რაოდენობა- 1

ფუნქციები: საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს აპარატის ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; საკომუნიკაციო და საზოგადოებრივი ურთიერთობების წარმართვა;  საკრებულოს წევრების ინფორმირება და კონსულტაცია ადმინისტრაციულ საკითხებზე; საკრებულოს სხდომების და კომისიების ორგანიზება და მათთვის საჭირო მასალების მომზადება; საზოგადოების უკუკავშირის შეგროვება და მისთვის პასუხის გაცემა.

 

ანაზღაურებადი სტაჟირება გაგრძელდება 4 თვე.

 

სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ინფორმაცია სწავლის საფესურის და აკადემიური მოსწრების შესახებ;

გ) სამოტივაციო წერილი.

 

 

შეგახსენებთ, საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდნარეობს.

სახელმწიფო დაწესებულებაში სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იცის სახელმწიფო ენა;
  •  სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
  •  შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვრება სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
  • პროფესია - იურისტი

 

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 08.08.2024. 

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/ (<ვაკანსიის >  ძებნის ველში, < აირჩიეთ დამსაქმებელში > მიუთითეთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო).

 

გააზიარე