ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სვანეთის ადგილწარმოშობის ბრენდინგი

9 დეკემბერი, 2020
მიმდინარე, 2020 წლის დასაწყისში, პროექტ GRETA-ს ფარგლებში (რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ) სვანეთის ადგილწარმოშობის ბრენდინგის შექმნისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

აღნიშნული ინიციატივა რეგიონის ტურისტული პოტენციალის სწორი მიმართულებით განვითარების, ძლიერი პოზიციონირების და ასევე, პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული.
პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულმა სვანეთის ბრენდის შექმნის ტენდერმა დიდი ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო პროცედურებისა და რეგულაციების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული კონსორციუმი, რომელიც შედგება ფინური კომპანია - Werkling -ის (ვერქლინგი) და ადგილობრივი საკონსულტაციო სააგენტოსგან  - Watergunz (ვოთერგანზი).

როგორც მოცემული პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, უფროსი სტრატეგი, იან კაიტალი ამბობს, მიზნის მიღწევა გამოწვევებით სავსე და საინტერესო იქნება.

-„ჩვენ  სვანეთში ვმუშაობთ ბრენდინგის სტრატეგიაზე. ჩვენ შევხვდით საოცარ ადამიანებს და შევიგრძენით საოცარი მთის ბუნება, გავეცანით რა დევს აქაური ადამიანების გულში. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ამდენი საინტერესო მიგნებები გადავიტანოთ სტრატეგიაში. 
საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი“ - ამბობს იან კაიტალი.

ტურიზმის სექტორისა და ადგილობრივი დამოუკიდებელი ბრენდის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა ასევე ტექნიკური დავალება და ადგილობრივი საკონსულტაციო ასოციაციის ჩართულობის შედეგად აქტიურად განხორციელდა პოტენციური მომწოდებლების ჩართვა.

ტურიზმის ექსპერტის, ია თაბაგარის თქმით ეს უნიკალური პროექტია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და სვანეთი არის პირველი. შესაბამისად ზემო და ქვემო სვანეთის პოპულარიზაცია ტუსისტების მოზიდვაში დიდ როლს ითამაშებს.

„ჩვენი გუნდი მუშაობს სვანეთის ბრენდინგზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სვანეთის გაცნობა არამარტო მთელი საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. თავდაპირველად, სვანეთის ბრენდის შექმნა ადგილობრი მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა იყო. ამ ეტაპამდე მოსაღწევად კი ჩვენ გრძელი და რთული გზა გავიარეთ. ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობს. ველით, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ სვანეთს მსოფლიო გაიცნობს როგორც საქართველოს ერთ-ერთ ძალიან ლამაზ, მიმზიდველ და ემოციურ კუთხედ. ემოციური, რადგან სვანეთი ემოციების გარეშე არ არსებობს და აი სწორედ ამ ემოციებისა და გამოცდილების გაზიარებით უნდა მოვიზიდოთ სწორი საზოგადოება. სწორი საზოგადოება, რომელიც მიხვდება და იგრძნობს რა არის სვანეთი. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის“-განმარტავს თაბაგარი.

პროექტის ფარგლებში ფინელი და ქართველი ექსპერტები ზემო სვანეთს ესტუმრნენ და დაათვალიერეს სვანეთის ღირსშესანიშნავი ადგილები, გაეცნენ სვანურ კულტურას, ტრადიციებს და ფოლკლორს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ისინი შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსპერტი და სტრატეგი ლიზა პუოლაკა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშაა და ამ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის სვანეთზე საკმაოდ ბევრი და კარგი ინფორმაცია მოაგროვა.
-„სვანეთში საკმაოდ ბევრი რამ ვნახეთ და ბევრი შეხვედრები გვქონდა. ფინეთში ვბრუნდებით დავალებით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა სტრატეგიის შექმნაზე. თუმცა აქ ჩამოსვლამდეც ვახორციელებდით მოსამზადებელ სამუშაოებს და ვაგროვებდით საჭირო ინფორმაციას 
ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით, ასევე ვაანალიზებდით ზოგად ტრენდებს. თუ ჩვენ გვინდა შექვმნათ სვანეთის ბრენდი, უნდა ვიცოდეთ რა სურს ხალხს, როცა მათ უნდათ თავიანთი ყოველდღიურობისგან დაისვენონ. ეს პროცესი აქ ყოფნის დროსაც გრძელდება,
 რადგან უფო მეტ ინფორმაციას და შეგრძნებებს ვიღებთ, რაც დაგვეხმარა ადგილის კარგად გაცნობაში“.-ამბობს ლიზა პუოლაკა.
როგორც ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენთან საუბარში კრეატიულმა დირექტორმა ბაჩო მებურიშვილმა აღნიშნა, ეს ის პროექტია, რომელიც თავისი საქმიანობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს რთულია.
„ალბათ ჩემი მუშაობის პერიოდში არის პროექტები, როცა ხვდები რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ არის პროექტები, როდესაც თავიდანვე იცი, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო რწმუნდები, რომ წარმოუდგენლად დიდი რესურსი აქვს. 
ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მთას, კონკრეტულად კი სვანეთს კარგად იცნობენ გავიგოთ როგორია სვანეთი, სვანეთის სული და შემდეგ შევძლოთ ეს გადმოვცეთ ბრენდინგში, ვიზუალში და ლოგოში. დარწმუნებული ვარ რომ შედეგი 
ძალიან კარგი იქნება-ვიზუალური და სტრატეგიული ბრენდინგი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სვანეთის ტურიზმის სწორად განვითარებას.“-ამბობს მებურიშვილი.

 

გააზიარე
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/ https://pilkom.ulm.ac.id/wp-content/thailand/ https://bappeda.dtph.lampungbaratkab.go.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/