ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის წარდგენა

26 იანვარი, 2022

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში  ახლადდანიშნული დირექტორის ზვიად კვიციანის წარდგენა გაიმართა.   

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი სვანეთის მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 30 დეკემბერს, კულტურის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს და მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის ახლადდანიშნული დირექტორი ზვიად კვიციანი პირადად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის წარდგენას ესწრებოდნენ სამუზეუმო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების დირექტორები და ისტორიის მასწავლებლები. 

ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „რიჰომ“ გააფორმა.

გააზიარე