სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი

14 ივლისი, 2020

მესტიაში, წელს,  25-29 ივლისს, პირველად ჩატარდება სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი. 

Covid -19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ,ფესტივალის ფორმატი შეზღუდულია, მაგრამ, მთავარია, რომ, პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის რეგიონისთვის და საქართველოსთვის.

წელს, კინოფესტივალს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო, უცხოელები ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გააზიარე