ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სვანური სახლი (მაჩუბი) შეემატება

26 ოქტომბერი, 2022

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სვანური სახლი (მაჩუბი) შეემატება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება. ეს არის რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული სვანური სახლი.

მაჩუბი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. სვანეთიდან, კერძოდ ბეჩოდან მისი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმში ამ დრომდე აქ მხოლოდ სვანური კოშკი იდგა.

გააზიარე